English / ქართული /








Journal number 1 ∘ Paata Koguashvili
For Political Assessment of the Importance of the Agricultural Cooperative Process

The article refers to the development of cooperation and intersectional integration in rural areas. Under the ages of the cooperatives, the most important locally available recourses of the intellectual, economic and organizational arrangement will be fully highlighted, also will be created a single cycle of production, processing and marketing of agricultural products. Members of the cooperatives will get the total income from the sales and by themselves they will decide on earmarking the respective funds for reproduction and/or handling of common social problems. Development of cooperatives will increase the income of the most part of the country’s population and will lead to a dynamic improvement of its socio-economic situation.

Keywords: Cooperative; Agro-Industrial Integration; Agricultural Cooperative; Farming.

JEL Codes: Q10, Q12, Q13.

სტატიაში განხილულია სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების განვითარებისა და აგროსამრეწველო  ინტეგრაციის  მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები.  კოოპერატივის  ეგიდით რეგიონებში მოხდება ადგილობრივი ეკონომიკური,  ინტელექტუალური და ორგანიზაციული მოწყობის რესურსების  გააქტიურება,   ასევე შეიქმნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის  პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი საწარმოო ციკლი. კოოპერატივის წევრები სრულად მიიღებენ პროდუქციის გაყიდვიდან მიღებულ  შემოსავალს  და თავადვე გადაწყვეტენ, მიმართონ შესაბამისი სახსრები  რეინვესტირებისთვის  თუ საერთო  სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების  განვითარება  ხელს შეუწყობს  მოსახლეობის  შემოსავლების  ზრდას  და გამოიწვევს სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობის დინამკიურ გაუმჯობესებას.

საკვანძო სიტყვები: კოოპერაცია; აგროსამრეწველო ინტეგრაცია; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; ფერმერული მეურნეობა.

ერთხელ კიდევ სასოფლო-სამეურნეოკოოპერაციის შესახებ

მიმდინარე პერიოდში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რეზერვი  საზოგადოების  თითოეული წევრის  მოქალაქეობრივ  და სამეწარმეო  გააქტიურებაში,   პრობლემების  საერთო  ძალისხმევით მოგვარებასა  და სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესების  ხელშეწყობაშია. მოსახლეობის სამეწარმეო აქტივობის ამაღლება, როგორც  სოფლის აღორძინების ერთ-ერთი ძი- რითადი კომპონენტი,  უპირველეს ყოვლისა, შესაძლებელია ეკონომიკური   დარგე- ბის ორგანიზაციული  მოწყობის და შიგასაწარმოო  ურთიერთობების  პროგრესული ფორმების დამკვიდრებით. საქართვლესათვის დღევანდელ ისტორიულ  პერიოდში უაღრესად  მნიშვნელოვანია პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური სისტემური ცვლილებები (რეფორმები), რაც კოოპერაციის მრავალმხრივი ფორმების გამოყენებით, შექმნის რეგიონებში მოსახლეობის მასობრივი დასაქმების, ეროვნული პროდუქციის მოცულობის ინტენსიური  ზრდის  შესაძლებლობას  და უზრუნველყოფს  განვითარების  გრძელვადიან პერსპექტივაზე  ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ფორმირებას. მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურება და მათი შემოსავლების ინტენსიური ზრდა ყველაზე უკეთ შესაძლებელია კოოპერაციული სექტორის აქტიური მხარდაჭერით.

საქართველოს  აგრარული  სექტორის  არსებილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ძირითადად დაკავშირებულია 800 ათასამდე [2] მცირემიწიანი ფერმერის მცირემასშტაბიან სამეურნეო საქმიანობასთან, მხოლოდ კოოპერაციული,  ანუ ეკონომიკური  და სოციალური  სოლიდარობის სისტემის ხელშეწყობით არის შესაძლებელი რეგიონებში  სიღარიბის დაძლევისა და ჯანსაღი საშუალო ფენის ჩამოყალიბების რთული პროცესის  განხორციელება.

აღნიშნული საკითხის სისტემური გადაწყვეტა ხელს შეუწყობს რეგიონებში ძლიერი კოოპერაციული გაერთიანებების ჩამოყალიბებას, მეურნეობრიობისათვის საჭირო  პირობების შექმნას, მოსახლეობის აქტივობის  ამაღლებას, სამეურნეო საქმიანობაში მათ მასობრივ ჩართულობას, კვლავწარმოების  მასშტაბების გადიდებას და კონკურენტული  გარემოს  ფორმირებას, რაც საბოლოო ანგარიშით ქმნის მყარ გარანტიებს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური  განვითარებისა  და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრისათვის.

ცივილიზებულ  სამყაროში  სასოფლო-სამეურნეო  კოოპერაცია წარმოადგენ სთავისუფალ მეწარმეთა  ნებაყოფლობით გაერთიანებას [1],   რომლისთვისაც  დამახასიათებელია მართვის დემოკრატიული ფორმა, სადაც მოქმედებს არჩევითობაზე დაფუძნებული მმართველობითი სისტემა პრინციპით - „ქვევიდან – ზევით“, რაც საფუძველშივე გამორიცხავს  მმართველი აპარატის ბიუროკრატიზაციას.  ამიტომ კოოპერაციულ  პრინციპზე  დამყარებულ საწარმოო ურთიერთობებს განსაკუთრებული და შეუცვლელი  ადგილი უჭირავს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და მისი სოციალურ და ეკონომიკური განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე გადასვლაში. კოოპერატივი  არის მრავალგანზომილებიანი გაერთიანება,  რომელიც  ქმნის მაკრო და მიკროეკონომიკურ   სიმძლავრეებს ქვეყანაში,  რომლის  წარმატება  აიხსნება გაუმჯობესებული  ეკონომიკური   და სოციალური  გარემოთი.  ძლიერი კოოპერაციული სისტემა ახორციელებს ბაზარზე მაკროეკონომიკურ  სტაბილიზაციას პროდუქციის   ხარისხის, უვნებლობის,  მიკვლევადობის და მდგრადი ფისკალური და მონეტარული  ბალანსის სახით, მიგრაციის   შეჩერებას,  სოფლის ინფრასტრუქტურის  განვითარებას,  ახალი სამუშაო  ადგილების შექმნას,  მყარი და სტაბილური საწარმოო ფაქტორების დამკვიდრებას, აგროეკოლოგიური  და ბიოლოგიური წარმოების დაცვას და ინოვაციური  ტექნოლოგიების  დანერგვას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  ასევე გააჩნია შიმშილის და სიღარიბის დაძლევის საუკეთესო პლატფორმა. ეს სისტემა ზრდის სასურსათო უსაფრთხოებას მცირემიწიან  და დაბალშემოსავლიან რეგიონებში  და აუმჯობესებს   მარგინალური და მოწყვლადი ჯგუფების  ჩართულობას  სასოფლო-სამეურნეო   საქმიანობაში.  იგი ასევე  ქმნის საუკეთესო  პლატფორმას  ახალგაზრდა ფერმერთა და კოოპერატორ- ქალთა ჩართულობისთვის ეკონომიკურ საქმიანობაში.

საქართველოს კანონში – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის  შესახებ“, განსაზღვრულია  კოოპერატივის   შიგასაწარმოო  ურთიერთობების წესები,  რომელიც შემუშავებულია ევროპული ქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით და მორგებულია საქართველოს  მოსახლეობის ეთნოკულტურულ  და ეთნოფსიქოლოგიურ  მახასიათებლებზე [4]. წევრების მიერ კოოპერატივის  დემოკრატიული მართვის  საფუძველი სწორედ  შიგასაწარმოო   ურთიერთობების  მარეგულირებელი ნორმებია (მოგების  განაწილების და პაის შეტანის წესები),  რომელთა დაცვა, თავის მხრივ, წარმოადგენს კოოპერატივების   სამეწარმეო  რისკების  შემცირების ყველაზე კარგ საშუალებას.

მნიშვნელოვანია კოოპერაციის    გავლენა  არამარტო   სასოფლო-სამეურნეო დარგების,  არამედ სოფლის და თემის, როგორც  ტერიტორიული კატეგორიის  განვითარებაზე, რაც გამოიხატება  სოფლად, ქალაქში არსებული კომფორტის მსგავსი  ცხოვრების   პირობების  შექმნაში,  რასაც წმინდა ეკონომიკურ   ფაქტორებთან ერთად, დიდი როლი  აკისრია  სოფლად ცხოვრების  და განვითარების  მოტივაციის გაძლიერებასა და მიგრაციის პროცესის  შეჩერებაში. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ზოგიერთ  განვითარებულ ქვეყანაში (მაგალითად იაპონია, ისრაელი) კოოპერატივების ფორმირება ხდება უპირატესად  ტერიტორიული  (სოფელი, თემი) ნიშნით. კოოპერირების  გარეშე მცირე ფერმერული მეურნეობების არსებობა,  უკეთეს შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ   დონეზე, რაც საბოლოო  ანგარიშით, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს  მათ სამეწარმეო  განვითარებას. თუნდაც  მხოლოდ ამ გარემოებიდან  გამომდინარე,  ცხადია,  რომ მიმდინარე პერიოდში  აგროსამრეწველო   ინტეგრაციის  ეფექტიანი  მოდელის და ერთიანი საწარმოო ციკლის  (ღირებულებათა ჯაჭვის)  შექმნის კუთხით, სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს   და მათი განვითარების  მხარდამჭერი ინსტიტუტების  გაძლიერებას  განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს.

კოოპერაცია და აგროსამრეწველო  ინტეგრაცია

თანამედროვე საბაზრო  ეკონომიკის   პირობებში  კონკურენტუნარიანი   პროდუქციის  წარმოების  აუცილებელ პირობას,  ერთი მხრივ, ტექნიკურ-ტექნოლოგიური, ორგანიზაციულ-მმართველობითი  და ეკონომიკური   ერთობა,  ხოლო მეორე მხრივ, წარმოების,  დამზადების, ტრანსპორტირების,  შენახვისა და გადამუშავების პროცესების  უწყვეტობა წარმოადგენს, რაც შესაძლებელია მასშტაბური,  მსხვილი ან კოოპერაციული  წარმოების პირობებში.

ბოლო  ორი ათეული წლის განმავლობაში,  აგრარული  სექტორის   ფუნქციონირების ეკონომიკური  ანალიზი ნათლად წარმოაჩენს  ქართული  სოფლისა და მისი მოსახლეობის  ერთ-ერთ  ყველაზე  მნიშვნელოვან პრობლემას:   სოფლის მეურნეო- ბის პროდუქციის   მწარმოებლებს, ფაქტობრივად,  შეზღუდული აქვთ სარეალიზაციო ბაზრებზე  პირდაპირი  წვდომის შესაძლებლობები, რადგან მათი პროდუქციის შესყიდვა ძირითადად ხდება, ერთი მხრივ, შუამავალი, გადამყიდველი პირებისა  და კომპანიების,  ხოლო მეორე მხრივ, იმ გადამამუშავებელი საწარმოების  მიერ, რომლებიც უპირატესად ორიენტირებული არიან გარეშე პირებიდან სასოფლო-სამეურ- ნეო ნედლეულის შესყიდვაზე.  მათი სრულიად  გასაგები   ბუნებრივი  ინტერესებია საკუთარი  მოგების გაზრდის მიზნით შეისყიდონ პროდუქცია (ნედლეული), რაც შეიძლება დაბალი ფასით. სასოფლო-სამეურნეო  პროდუქციის  მწარმოებლები, სუსტი და დაუცველი პოზიციების  გამო, იძულებული არიან დათანხმდნენ შესყიდვის დის- კრიმინაციულ,  ხშირ შემთხვევაში, კარტელური   შეთანხმებით დაწესებულ ფასებს, რაც ავტომატურად იწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის  წარმოების მოტივაციის დაკარგვას  და ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის მოშლას.

ინტერესთა  აღნიშნული კონფლიქტი  მნიშვნელოვანწილად გახდა საფუძველი, ერთი მხრივ, სოფლიდან მოსახლეობის გაძლირებული მიგრაციის  და მეორე  მხრივ, აგრარული  წარმოების  პარალიზების.  აქედან გამომდინარე ნათელია, რომ წარმოებით ურთიერთობათა  ასეთი ფორმის ხელშეწყობა,  უმეტეს  შემთხვევაში, სოფლის მოსახლეობისათვის მხოლოდ უკუშედეგის მომტანია.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის  ფარგლებში, კოოპერაციისა  და ვერტიკალური ინტეგრაციის პრინციპებზე დამყარებული მოდელი [3], გახდება საფუძველი პირველადი პროდუქციის   წარმოების,  გადამუშავებისა და რეალიზაციის  ერთიანი ციკლის შექმნისა, სადაც პროდუქციის  ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და სასოფლო-სამეურნეო  კოოპერაციაში ჩართული მოსახლეობა მიიღებს მნიშვნელოვნად გაზრდილ შემოსავლებს  საბოლოო  პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგებით. ასეთი ტიპის სამეურნეო სისტემაში კოოპერატივის  თითოეული წევრი  შემოსავლების გაზრდის მიზნით დაინტერესებულია აწარმოოს  უფრო მეტი რაოდენობისა და მაღალი ხარისხის პროდუქცია   და ამავე დროს აქტიურად იყოს ჩართული გადამამუშავებელი საწარმოო პროცესების ტექნიკურ-ტექნოლოგიურ სრულყოფაში, საბოლოო პროდუქციის  რეალიზაციაში და განახორციელოს  ერთიანი საწარმოო  ციკლის  მონიტორინგი  სამეწარმეო  საქმიანობის  ყველა დონეზე. მეურნეობრიობის ეს ფორმა, ერთი მხრივ, საფუძველს უქმნის შემდგომ ეტაპზე  სასოფლო-სამეურნეო წარმოების კონცენტრაციის უფრო მაღალი (მეორე, მესამე) დონის მქონე კოოპერაციული  ფორმების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის აგრარულ საწარმოთა  დაფინანსებაში ახალი, ეფექტიანი ელემენტების შეტანის მოტივაციას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფარგლებში აგროსამრეწველო  ინტეგრაციის  მხარდაჭერა  შესაძლებელია ინტენსიური პირველადი წარმოების,  მაღალი დონის საწარმოო ინფრასტრუქტურისა და გადამამუშავებელი საწარმოების  შექმნის სტიმულირების გზით. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის სამეურნეო სისტემაში შესაძლებელი გახდება, ტიპური საბანკო კომერციული კრედიტის სოფლის მეურნეობისათვის  არაეფექტიანი  და მოუქნელი ფორმა ჩანაცვლდეს ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორიცაა   თავდებობა, ლიზინგი, შეღავათიანი კრედიტი.  ფინანსური ურთიერთობის ასეთი ფორმა გავრცელებულია  წარმა- ტებული ეკონომიკის  მქონე ბევრ ქვეყანაში და უმეტესად სწორედ კოოპერაციულ სისტემებთან არის დაკავშირებული.

ინვესტიციების დაცულობის კუთხით, მართვის დემოკრატიული პრინციპები და კოოპერატივის   ფარგლებში დამატებული ღირებულების, ანუ ერთიანი საწარმოო ციკლის  შექმნის პერსპექტივა   აყალიბებს სამეწარმეო რისკების  მინიმუმამდე დაყვანის რეალურ  პირობებს  და გზას უხსნის კოოპერატივებს  სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო  პროგრამებში  მონაწილეობისათვის.

საბოლოო ანგარიშით, გონივრულად განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციით შესაძლებელი გახდება:

•   კოოპერატივის თითოეული წევრის  შრომითი და მატერიალური  რესურსების კაპიტალიზაცია  და მათი გადაქცევა  ქვეყნის შიგა ინვესტიციებად;

•   კოოპერატივის   თითოეული წევრის  სამეწარმეო ინიციატივის განვითარებაზე  და არა დაქირავებულ  შრომაზე  ორიენტირებული  სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ფორმირება;

•   მოსახლეობის რეალური შესაძლებლობების გააქტიურება  და ამ ფონზე სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების  მიერ გასაწევი მხარდამჭერი ღონისძიებების ქმედითუნარიანობის ამაღლება;

•   კოოპერატივის  წევრების მიერ ეკონომიკური  თვითმმართველობის  ყველა კომპონენტის  (თვითანაზღაურება, თვითრეგულირება, თვითკონტროლი) განხორციელება;

•   პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის  ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი საწარმოო ციკლის)  შექმნა;

•   მოსახლეობის  შემოსავლების  მნიშვნელოვანი ზრდა და აქედან გამომდინარე, მათი საერთო სოციალური პრობლემის მოგვარება;

•   მოსახლეობის დასაქმება;

•   საზოგადოებაში სოციალური  პოლარიზაციის  დონის შემცირება;

•   სოფლად შრომის ავტორიტეტის  ამაღლება;

•   ადგილებზე  მოსახლეობის  დამაგრების  და განვითარების  რეალური  პერ- სპექტივის  შექმნა და მიგრაციის შეჩერება;

•   მოსახლეობის სამეწარმეო  კულტურისა  და განათლების დონის ამაღლება. კერძო  მეწარმის  და თავისუფალი მოქალაქის  შესაბამისი აზროვნებისა  და ქცევის ლოგიკის დამკვიდრება;

•   საქართველოს რეგიონების ეკონომიკური  და სოციალური განვითარება.

დასკვნის მაგივრად

კოოპერაციული პროექტების სწორი დაგეგმვითა და წარმატებით  განხორციელებით მიიღწევა სინერგიული ეფექტი შემდეგი ძირითადი კომპონენტების  (ეფექტების) ერთობლიობის საფუძველზე:

1. ეკონომიკური  ეფექტი – მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, სასოფლო-სამეურნეო დარგების ინტენსიური და ბალანსირებული განვითარება;

2. სოციალური ეფექტი – სოციალური  სოლიდარობა და სამართლიანობა, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება;

3. მოსახლეობის დასაქმება – სოფლად მოსახლეობის მასობრივ დასაქმება, სადაც  დაფინანსების მოცულობა  ერთ დასაქმებულ პირზე  გაანგარიშებით,  გაცილებით ნაკლებია სხვა ტიპის ბიზნეს-პროექტებში  ერთ დასაქმებულ პირზე გაანგარიშებით ინვესტირებული ფინანსური სახსრების მოცულობაზე;

4.  სიცოცხლისუნარიანობა   და მდგრადი ეკონომიკური   განვითარება:  კოოპერაციული   პროექტების   სიცოცხლისუნარიანობის   და მდგრადობის საფუძველს ეკონომიკურ  თვითმმართველობასთან  ერთად,  წარმოების  კონცენტრაციის მაღალი დონე წარმოადგენს,  რადგან  თანამედროვე  პირობებში   მხოლოდ მასშტაბური წარმოებითაა  შესაძლებელი კონკურენტუნარიანი   პროდუქციის   წარმოება  და მისი რეალიზაციიდან  მიღებული შემოსავლების გარკვეული   ნაწილის აკუმულირება კვლავწარმოებაზე,  რის გარეშეც  სამეურნეო სისტემის განვითარება და თანმდევი ეფექტების მიღწევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, კოოპერაციულ პროექტებს გააჩნია რეალური სიცოცხლისუნარიანობისა  და მდგრადი განვითარების  ობიექტური საფუძვლები.

ლიტერატურა:

1.  For The Stimulation of the Cooperative Process in a Village. Annals of Agrarian Science, Vol. 13, 2, 2015.

2. კოღუაშვილი პ. „კოოპერაცია  – სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტური  მექანიზმი“, ჟურ. ბიზნეს-ინჟინერინგი, №4, 2012.

3. კოღუაშვილი პ.  „სოფლის გადარჩენა კოოპერაციული  ტიპის ინტეგრირებული სისტემის შექმნაშია, სოციალური ეკონომიკა  - XXI საუკუნის აქტუალური პრობლემები,№4, 2013.

4. საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოპერატივის  შესახებ“, „საკანონმდებლო მაცნე“, 7 დეკემბერი, 2015.